logo
ENG



ონახაშვილი მაჭავარიანზე: არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა

31 მარ 202118:56
3 წუთის საკითხავი
 
ონახაშვილი მაჭავარიანზე: არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა
ფორმულა

ქართული ოცნების წევრის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ვანო მაჭავარიანის ფინანსთა მინისტრის პოსტიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია მისთვისაც საჯარო განცხადებიდან გახდა ცნობილი. 

ჟურნალისტების კითხვაზე, ხომ არ უკავშირდება მაჭავარიანის გადადგომა ლარის გაუფასურებას, ოხანაშვილი პასუხობს: 

"ქართული ოცნება არის გუნდი, რომელიც არასდროს არანაირ პასუხისმგებლობას არ გაურბის. ჩვენ გვაქვს ჩვენი საზოგადოების წინაშე აღებული ვალდებულება ქვეყნის მართვის, გვაქვს პანდემიის მდგომარეობა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა არის უპირველესი, ეკონომიკა, სოციალური მიმართულება. ამ დროს ყველამ უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა და ბევრი ვიმუშაოთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ტვირთი მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ. ამიტომ, არ ვიცი, ვერ გეტყვით, არ მინდა დავუშვა, რომ ვინმე რამე ტიპის პასუხისმგებლობას გაექცა". 

ვანო მაჭავარიანმა ფინანსთა მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დღეს, 31 მარტს, 18:00 საათზე გააკეთა

როგორც თქვა, თანამდებობიდან წასვლას ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს გეგმავდა, თუმცა, მისი თქმით, "გამომდინარე იქიდან, რომ წინ გველოდა 2021 წლის კრიზისული ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურა, ასევე, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის დასრულების თაობაზე, გადაწყვიტა, ეს გადაწყვეტილება რამდენიმე თვით გადამედო". 


close დახურვა