logo
ENG



ონკოლოგიური კლინიკის თანამშრომლები 10-თვიან სახელფასო დავალიანებას ითხოვენ

17 ივლ 202020:12
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი ონკოლოგიური კლინიკა დაიხურა და 225-მა დასაქმებულმა შემოსავალი დაკარგა. პანდემიის შემდეგ უმუშევართა რიგებს 150 ექიმი შეუერთდა. კლინიკის პერსონალი აქამდეც თვეები ითხოვდა ჯანდაცვის სამინისტროსგან 10 თვიან სახელფასო დავალიანებას. სამედიცინო დაწესებულება ჯანდაცვის სამინისტროს მართვაში რამდენიმე თვის წინ გადაეცა, იქამდე ის საპარტნიორო ფონდის შვილობილ კომპანიას "კლინიკების განვითარების კომპანიას" ეკუთვნოდა. 

კლინიკის დახურვის მიზეზად სამინისტრო რეაბილიტაციას ასახელებს, რომელიც სავარაუდოდ ერთი წელი გაგრძელდება, მანამდე კი პერსონალს კომპენსაციას ჰპირდებიან, - დაპირება კონკრეტიკას არ მოიცავს. მედიკოსთა უფლებების დაცვაში ჩაერთო პროფკავშირი, არ არის გამორიცხული, ჯანდაცვის სამინისტროსთან დავა სასამართლოში გაგრძელდეს. ადგილზე მისულ ფორმულას გადამღებ ჯგუფს კლინიკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დღეს დაემალა. 

დეტალები ნახეთ „ფორმულა ნიუსის“ 20:00-საათიან გამოშვებაში.  


close დახურვა