logo
ENG



ონლაინ კაზინოები, ფსიქოტროპული მედიკამენტები და სოციალური პროგარამა - რა თქვა ღარიბაშვილმა

22 ნოე 202115:11
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა სხდომაზე განაცხადა, რომ შეადგენენ ახალ სოციალურ პროგრამას, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები უნდა დასაქმდნენ და დახმარების ნაცვლად, ხელფასი მიიღონ.მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარადგენენ ახალ პროგრამას, რომელიც იანვრისთვის ამოქმედდება. კიდევ ერთი საკითხი რაზეც ღარიბაშილმა ისაუბრა ეს ონლაინ კაზინოებს ეხებოდა, ღარიბაშვილის თქმით, ონლაინ კაზინოების მეშვეობით ქვეყნიდან 1 500 000 000 ლარი გაედინება, გაჭირვებული მოქალაქეები კი ყოველდღე აგებენ ფულს. პრემიერმინისტრის აზრით, ამის მოსაგვარებლად ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის გადასახადები გაიზრდება, აიკრძალება რეკლამა, მოთამაშეების ბარიერი კი 25 წლამდე აიწევს. მეორე ეტაპზე საერთოდ აიკრძალება ონლაინ თამაში.  და კიდევ ერთი საკითხი -  ღარიბაშვილის თქმით, უნდა გამკაცრდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაყიდვა, ვინაიდან, მისი თქმით, "ახალგაზრდები, სწავლის და მუშაობის ნაცვლად, ნარკომანიით არიან დაკავებული".


close დახურვა