logo
ENG



ონში, სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია

05 იან 202110:22
3 წუთის საკითხავი
 
2021/01/05/aw4bbc4iclaz3st.png

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭევის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია. ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს. მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები.

"გასულ საღამოს მოხდა ხანძრის კერების ლოკალიზება. ადგილზე არსებული ძლიერი ქარის გამო დღეს გამთენიისას გაჩნდა ახალი კერები სოფელ წოლის მიმდებარედ. განახლდა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 45 მეხანძრე-მაშველი", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ხანძრის გავრცელების არეალი პირველადი შეფასებით დაახლოებით 4 ჰექტარზე მეტია.

ადგილზე იმყოფებიან რეგიონისა და ონის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, სიტუაცია კონტროლდება შესაბამისი უწყების მიერ.


close დახურვა