logo
ENG



ოპერაცია Z ჩავარდა - პუტინის ომის მე-7 დღე უკრსაინაში

02 მარ 202223:01
3 წუთის საკითხავი
 

სამხედრო წარუმატებლობის ფონზე რუსეთი ომის დანაშაულს სჩადის. უკრაინაში ოკუპანტები განურჩევლად ბომბავენ ქალაქებს, რომელთა კონტროლს ვერ ახერხებენ. იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, მათ შორის ბავშვები.

უკრაინის წინააღმდეგობა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს წინსვლის შესაძლებლობას არ აძლევს. არის ადგილები, სადაც უკრაინელები კონტრშეტევაზეც კი გადავიდნენ. კიევი მყარადაა. ასევე სულ უფრო მეტი მოქალაქე ეწერება მოხალისედ. ოფიციალური კიევის ცნობით, უკრაინაში უკვე 6000-მდე რუსი თავდამსხმელია დაღუპული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლმა თავისი მარიონეტი იანუკოვიჩი სცენაზე გამოიყვანა, როგორ მიმდინარეობს ოპერაცია ზეტი - როგორც ეს უცხოურ მედიაში შეარქვეს.


close დახურვა