logo
ENG



ოპერის მიმდებარედ მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა

24 ივლ 202616:24
3 წუთის საკითხავი
 
2026/07/24/de662rzw24dsd2t.png
რადიო თავისუფლება

თბილისის ცენტრში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე, ოპერის მოპირდაპირე მხარეს მშენებარე სასტუმროდან მუშა გადმოვარდა. 25 წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა. შემთხვევა დღეს, 24 ივლისს მოხდა. 

ინფორმაცია ფორმულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო - სამშენებლო სამუშაოების დროს უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ადამიანის დაღუპვისთვის ორიდან ხუთ წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული.

 


close დახურვა