logo
ENG



ოპოზიცია, ქართული ოცნება და ელჩები პრეზიდენტის სასახლეში მივიდნენ

19 აპრ 202121:29
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/19/gd9xlxp4g6dolc7.jpg

ევროკავშირის ოფისიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებში ჩართუმა მხარეებმა პრეზიდენტის სასახლეში გადაინაცვლეს, სადაც გაგრძელდება შეხვედრა. შესაბამისი ინფორმაცია ევროკავშირის წარმომადგენელმა მედიას მიაწოდა, თუმცა უცნობია, თუ რისთვის მიდიან ისინი პრეზიდენტთან. 

ევროკავშირის ოფისში მხარეების დახურული შეხვედრა დღეს, 20:30-ზე დაიწყო. 

დასავლელმა მედიატორებმა საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას მოლაპარაკების მიღწევის მიზნით ახალი დოკუმენტი 18 აპრილს შესთავაზეს.

მასში, კრისტიან დანიელსონის წინადადებისგან განსხვავებით, ნახსენებია რიგგარეშე არჩევნების და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. 

  • ახალ წინადადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 
  • რომ ყველა შემდგომი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული წესით. მომდევნო 2 საპარლამენტო არჩევნებზე ბარიერი უნდა იყოს ბუნებრივი - 0%-დან 2%-მდე. 
  • და რომ რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს 2022 წელს იმ შემთხვევაში, თუ მმართველი პარტია, ქართული ოცნება 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში პროპორციული ხმების 43%-ზე ნაკლებს მიიღებს.  

რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ

 


close დახურვა