logo
ENG



ოპოზიცია: ზურაბიშვილს თუ დიალოგი სურს, გააჩნია პოლიტიკური ინსტრუმენტი - უგულავას შეწყალება

12 თებ 202014:01
3 წუთის საკითხავი
 

სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან დიალოგში ჩართვას აპირებს. საქართველოს პრეზიდენტი დღეს საერთაშორისო ორგანიზაციების და დიპლომატების განცხადებებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ აპირებს დაუკავშირდეს ელჩებს, რომლებიც ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებს შუამავლობდნენ და მათთან ერთად განიხილოს პროცესში პრეზიდენტის ჩართულობა. ამ განცხადებას ოპოზიციაში კრიტიკულად აფასებენ და ამბობენ, რომ თუ პრეზიდენტს ნამდვილად სურს ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მაშინ ამისთვის შეუძლია თავისი პოლიტიკური ბერკეტის გამოყენება - შეწყალება და შედეგად გიგი უგულავას გათავისუფლება. 

"პოლიტიკური დიალოგისა და კომპორისების გზა მოკლა "ქართულმა ოცნებამ", გიგი უგულავას დაკავებით. ამიტომ თუ ზურაბიშვილს სურს დიალოგი, მას გააჩნია პოლიტიკური ინსტრუმენტი. ეს გახლავთ უსამართლოდ, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული გიგი უგულავას შეწყალება. ამით ის თავიდან აგვაცილებს იმ უმძიმეს დარტყმას, რითაც ხელისუფლებამ უდიდესი ზიანი მიაყენა საქართველოს ხელისუფლებას. თუ ის ამისთვის მზად არ არის, მაშინ თავი დაანებოს პოლიტიკურ კეკლუცობას",-აცხადებს დავით ბაქრაძე. 


close დახურვა