logo
ENG



ოპოზიცია: ივანიშვილი ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების ილუზიას

04 დეკ 201907:48
3 წუთის საკითხავი
 
nw6lvr4r9qaey0h.jpg

რა მეთოდებს იყენებს ბიძინა ივანიშვილი საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ, მოსახლეობის, რომელიც უკვე „ქართული ოცნების" მხრიდან მრავალჯერ მოტყუებული დარჩა - უკვე მეორე დღეა შსს დარბევისგან გადაღლილ სამართალდამცველებს ასვენებს და მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინაღმდეგ დაქირავებული ზონდერები და "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები გამოჰყავს. ყავარჯნებით, კვერცხებით, ცოცხებით მომარაგებული პარტიული აქტივი ოპოზიციას თავს ამჯერად ზუგდიდში დაესხა. ხელისუფლების ოპონენტები შედარებას ასლან აბაშიძის მმართველობასთან აკეთებენ და აცხადებენ, რომ ივანიშვილის რეჟიმი სკამების შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებს. 

"ქართულ ოცნებას" არანაირი მხარდაჭერის რესურსი არ დარჩა საზოგადოებაში და ის იძულებულია სხვადასხვა სსიპ-ებსა და ააიპ-ეში დასაქმებულ პირებს, მერიის თანამშრომლებს სამსახურის დაკარგვის შიშის გამო გამართონ აქციები. რა თქმა უნდა, ეს არავის არ აშინებს და მეტიც, გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ",- აღნიშნა "ევროპული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი აბესაძემ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშილი კი აღნიშნავს, რომ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ხელოვნურად ქმნის სამოქალაქო დაპირისპირების ილუზიას. 

"მთლიანად პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რაც ხდება ზუგდიდში, ქუთაისში. რა გონიათ, რომ შექმნიან ილუზიას რომ ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირებაა? ეს კარგად გვახსოვს ჩვენ, რაც ხდებოდა ედუარდ შევარდნაძის დროს, როცა დამხმარე ძალას მიმართავდნენ და რითი დამთავრდა ეს ყველაფერი კარგად გვახსოვს",- განმარტა ზაალ უდუმაშვილმა

"ახალი საქართველოს" თავმჯდომარე კი დარწმუნებულია, რომ ამ ხელოვნურად შექმნილ ბარიერებში საბოლოოდ მაინც საზოგადოება და ოპოზიცია გაიმარჯვებს. 

"ძალადობენ, რას აღარ მიმართავენ რომ სკამები და ხელისუფლება შეინარჩუნოთ. პოლიციის კორდონით მიდიან "ქართული ოცნების" მოროდიორები და არბევენ საქართველოს. ვერ გამოგვიწვევთ დაპირისპირებაში, რადგან ჩვენი ძელაა არაძალადობრივ და მშვიდობიან პროტესტშია. სწორედ ამ გზით დაგამარცხებთ",-აღნიშნა ვაშაძემ. 

მოძრაობა "ქვეყნის სამსახრუში" იზიარებს ოპოზიციის პოზიციას და პროტესტის შეწყეტას არ აპირებს. 

"პოლიცია ხედავდა ძალადობას და არ რეაგირებდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ჰქონდათ ბრძანება რომ არ დაეჭირათ მოძალადეები. ეს მიანიშნებს ერთადერთზე, რომ მათ ჰქონდათ დავალება ივანიშვილისგან, რათ მომხდარიყო დაპირიპისპირების ილუზიის შექმნა. მერე რომ ლავირება მოახდინონ პროცესების. პროტესტი გაგრძელდება ბოლომდე ს სანამ არ მივიღებთ დაპირებულ პროპორციულ არჩევნებს",- მაქარაშვილი.

  

 


close დახურვა