logo
ENG



ოპოზიცია: პუტინი ივანიშვილს ბაძავს

22 იან 202011:40
3 წუთის საკითხავი
 

ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მწვავე კრიტიკის შემდეგ დღეს უკვე კონგრესმენების წერილიც მოჰყვა. მათ მწვავე კრიტიკა გიორგი გახარიასკენ მიმართეს, რაც ოპოზიციას არ გაჰკვირვებია. როგორც "ვროპული საქართველოს" ლიერი გიგი უგულავა აღნიშნავს, ივანიშვილის მმართველობის პირობებში ეს პროცესი ბუნებრივია და მიმდინარე მოვლენებზე პასუხისმგებელიც სწორედ ისაა. 

"მსოფლიოში იქმნება ტრენდი იმისა, რომ პუტინიც, რომელიც თავისი ვადის გახანგრძლივებას ცდილობს, ბაძავს ივანიშვილის სისტემას. მთავარია ის, რომ ივანიშვილმა არაფორმალური მართვა გადაწყვიტა, რათა არ გამოჩენილიყო, დამალულიყო და ეს საქმეები პირდაპირ არ შეტენოდა. თუმცა აქაც სრული ფიასკო განიცადა, რადგან ვნახეთ, რომ ევროპარლამენტში სხვა პასუხისმგებელი არავის უხსენებია, მათ შორის არც გახარია. ყველაფერზე პასუხისმგებელი ივანიშვილია", - აღნიშნა უგულავამ. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის სალომე სამადაშვილი კონგრესმენების წერილს მნიშვნლოვან გზავნილად აფასებს და ამბობს, რომ დასავლეთი პოლიტიკური ცვლილებების მოლოდინშია. 

"დიპლომატიურ ენაზე ეს გზავნილი ნიშნავს იმას, რომ ჩვენი პარტნიორები ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებებს ელოდებიან. შესაბამისად, ახლა ჩვენი ამოცანაა შემდეგ არჩევნებზე ჩამოვიცილოთ ეს დაბრკოლება და არჩევნების გზით ქვეყანაში ხელისუფლება შევცვალოთ. ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლებას არანირი ნდობის კრიტერიუმი არ აქვს დარჩენილი არც ამერიკაში და არც ევროკავშირში, ეს ჩვენ წერილებიდანაც და დებატებიდანაც კარგად დავინახეთ",-აღნიშნავს სამადაშვილი. 

გიორგი კანდელაკის თქმით, არსებული მოვლენების ფონზე ხელისუფლება რაც უფრო მალე მოეგება გონს, მით უკეთესი იქნება მისთვის. 

"რეალობას უნდა გაუწსოროს ქართულმა ოცნებამ თვალი და რაც მალე დაყვება საზოგადოების, პარტნიორების ნებას, მით უკეთესი მისთვის. რუსეთისთვის პრობელმა არ არის რას უშვრება დემორკატიას ივანიშვილი, ის ამით კმაყოფილია",-აღნიშნა კანდელაკმა. 


close დახურვა