logo
ENG



ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება

17 აპრ 202120:43
3 წუთის საკითხავი
clock 812
ოპოზიცია 19 აპრილს რიყეზე შეიკრიბება
ვახო ქარელი/ფორმულა

19 აპრილს ოპოზიცია რიყეზე შეიკრიბება. როგორც კანონი და სამართლის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ეს იქნება საერთო შტაბის წარდგენა და მას ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი დაესწრება. 

ჩარკვიანი ამბობს, რომ ისინი მოსახლეობას ოპოზიციის გეგმების შესახებ მიაწვდიან ინფორმაციას.

"დღევანდელი შეკრება იყო უფრო 19 აპრილისთვის, 19 აპრილს, 15:00 საათზე დავგეგმეთ რიყეზე შეკრება, ეს იქნება არა დიდი აქცია, არამედ უფრო შტაბის წარმოდგენა, დიდი საერთო შტაბის. ყველა პარტიის წარმომადგენლები იქნებიან. 15 მაისისთვის განცხადებას გავაკეთებთ, რომ რაღაცნაირად ეს ერთგვარი პრელუდია იყოს, რათა ადამიანებს გავაგებინოთ ჩვენი გეგმის შესახებ", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

 


close დახურვა