logo
ENG



ოპოზიცია არჩევნებისთვის ემზადება

21 აგვ 202119:38
3 წუთის საკითხავი
 

2 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადებას აქტიურად შეუდგა ოპოზიცია -  მმართველი გუნდის ოპონენტები ერთი იდეის ირგვლივ ერთიანდებიან - დამარცხდეს ბიძინა ივანიშვილის პარტია რეფერენდუმად წოდებულ არჩევნებში.

დღეს გაერთიანებულმა ოპოზიციამ თბილისის ყოფილი მერი ფოთის მერობის კანდიდატად წარადგინა - გიგი უგულავა ფოთში თბილისის მერობის კანდიდატმა და ნაციონალური მოძრაობის თავჯდომარემ დაასახელა.

არ არის გამორიცხული რომ უგულავას მხარდაჭერა პარტია ლელომ და სტრატეგია აღმაშენებელმაც გამოუცხადონ. ამ პარტიებს ჯერ კანდიდატები არც თბილისში და არც რეგიონებში არ დაუსახელებიათ.


close დახურვა