ოპოზიცია 28 წლის შემდეგ პირველად აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში არჩევნების ჩატარების ინიციატივით გამოდის. პროექტის მიხედვით, კენჭისყრა აფხაზეთის მთავრობის დასაკომპლექტებლად 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებთან ერთად, უნდა ჩატარდეს და ეს ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებასაც მოემსახურება.
იდეა მმართველ გუნდს არ მოსწონს, თუმცა ინიციატივის ბედი საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე გადაწყდება. ორგანო, რომელიც თავად იძულებით გადაადგილებული პირებისთვისაც უცნობია რას საქმიანობს, ბიუჯეტიდან 18 მილიონი ლარით ფინანსდება.
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივას პარლამენტში ოპოზიცია დაუჭერს მხარს. „ქართული ოცნება“ ცვლილებებზე, სავარაუდოდ, არ იქნება თანახმა.