ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის სახელით ამბობს, რომ ისინი მოლაპარაკებების მაგიდას უბრუნდებიან.
მისი თქმით, გამოსავალი მხოლოდ ვადამდელი არჩევნებია.
"ქვეყანას კრიზისიდან გამოიყვანს მხოლოდ და მხოლოდ ახალი ვადამდელი არჩევნები, რომელიც წესრიგში მოიყვანს ყველა სფეროს, დაწყებული სამართლებრივი წესრიგიდან, დამთავრებული სხვებით.
ოპოზიციური პარტიების სახელით ვამბობ, რომ [მზად ვართ], მივუჯდეთ მოლაპარაკების მაგიდას ამ რეჟიმის წარმომადგენლებთან ჩვენი ფასილიტატორების მონაწილეობით და განვიხილოთ საკითხი ახალი არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით", - თქვა მელიამ.
გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მელიას დაკავება დროებით გადაიდო.