logo
ENG



ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ზაზა აბაშიძის თანამდებობიდან გადაყენებას მოითხოვს

04 მაი 202020:39
3 წუთის საკითხავი
 

სისხლის სამართლის დევნის დაწყება, თანამდებობიდან გათავისუფლება, - ეს მთავარი სანქციებია, რომელსაც დღეს ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი ზაზა აბაშიძის კომენტარზე საპასუხოდ მოითხოვს. „უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოხოცო“- ამ შინაარსის კომენტარი  ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ერთ-ერთ პოსტზე დაწერა. კომენტარს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა რუსულ ენაზე გინებაც დაურთო.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ აბაშიძის პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას  ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ.

სამოქალაქო პლატფორმა „არა-ფობიას" მთავრობას განცხადებით მიმართავს, რომლის ხელმომწერი რვა ორგანიზაციაა.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ქსენოფობიურ განცხადებაზე დღეს საგანგებო ბრიფინგი ევროპული საქართველოშიც გამართეს.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნამდე, ზაზა აბაშიძე რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე იყო. ეს ორგანიზაცია დააფუძნა გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა, რომლის თავმჯდომარე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვია. ის ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

 


close დახურვა