logo
ENG



ოპოზიცია დღეს პარლამენტთან, 19:00 საათზე სამოქმედო გეგმას წარადგენს

31 ოქტ 202112:43
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციური კოალიცია დღეს, რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე მხარდამჭერებს სამოქმედო გეგმას გააცნობს. 

როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ ნიკა მელიამ ოპოზიციის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა, ბრძოლა გუშინ არ დასრულებულა. 

"არავინ არ ვაპირებთ ამ ყველაფერთან შეგუებას. ვაპირებთ მშვიდობიან ბრძოლას. იმისთვის რომ კონკრეტული გეგმა გაგაცნოთ, დღეს საღამოს 19:00 საათზე გელოდებით რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რათა ამ კონკრეტულ გეგმაზე ჩვენ ერთმანეთს ვესაუბროთ. არავის ჰქონდეს იმის ილუზია, რომ გაყალბებული, ძალადობრივი, სულში შეურაცხყოფამიყენებული გზით მოპარული არჩევნები რომელიმე ხელისუფალს, მით უმეტეს ბიძინა ივანიშვილს შერჩება. გელოდებით ყველას მეგობრობა. ბრძოლა გუშინ არა თუ არ დასრულებულა, არამედ ბრძოლა დაიწყო",- ნიკა მელია. 


close დახურვა