logo
ENG



ოპოზიცია ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაზე: საქართველომ თავისი მოქალაქე არ დაიცვა

04 დეკ 201908:40
3 წუთის საკითხავი
 
wbbo8fvypwy8z8c.jpg

გერმანიის პროკურატურა მზად არის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობაში რუსეთის სახელმწიფო ოფიციალურად დაადანაშაულოს. ამის შესახებ ინფორმაცია "ფორმულამ" ჯერ კიდევ 17 ოქტომბერს გაავრცელა. როგორც ცნობილია, ხანგოშვილი რუსეთ-ჩეჩნეთის ომში მონაწილეობდა, რის შემდეგაც მოსკოვი მას ეძებდა. იმ მოსაზრებას, რომ ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობა რუსეთის მიერ იყო დაკვეთილი, ამყარებს ის ფაქტიც, რომ 2015 წელს ხანგოშვილზე თავდასხმა ცეცხლსასროლი იარაღით თბილისშიც მოხდა. ოპოზიციის წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ მკვლელობა რუსეთის ფედერაციის დაკვეთით მომხდარიყო.  

"დასავლეთისთვის ესაა ჩვეული რამ. რუსეთი არის ტერორისტი, რომელიც დაკავებულია შეკვეთილი მკვლელობით. ლიტვინენკოს მაგალითი და ა.შ. აღსანიშნავია ის, რომ ერთი თავდასხმა განხორციელდა საქართველოში, მერე ის თავს აფარებდა გერმანიას, სადაც რუსეთი მიწვდა. ესაა შეკვეთილი მკვლელობები", - აღნიშნავს "ევროპული საქართველოს" წევრი გოკა გაბაშვილი. 

"ნაციონალური მოძრაობაში" კი ამბობენ, რომ ქართულმა მხარემ არაფერი არ გააკეთა ხანგოშვილის უსაფრთხოებისთვის. 

"სამწუხაროა, რომ საქართველომ არაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისი მოქალაქე დაცული ყოფილიყო. ის იძულებული გახდა წასულიო ქვეყნიდან. სხვათაშორის ეს კაცი აქაც გახდა ტერორისტული თავდასხმის მსხვერპლი. ესაა კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება იმისა, რომ ევროპული ქვეყნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიმართლე. განსაკუთრებით როცა პროცესებში მონაწილებს ტერორისტული სახელმწიფო",-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.


close დახურვა