logo
ENG



ოპოზიცია ივანიშვილის ნიღბებით და კრიტიკული კითხვები - შოთაძეს კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს

17 თებ 202020:05
3 წუთის საკითხავი
 

რამდენიმე საათში ირაკლი შოთაძე ისევ გენერალური პროკურორი გახდება, პოსტის მეორედ დაკავებას მას ერთი ფორმალური პროცედურა, ანუ სესიაზე კენჭისყრა აშორებს. შოთაძემ დღევანდელ მოსმენაზე პარლამენტში, ის საქმეები ჩამოთვალა, რომელიც საზოგადოების დიდ ნაწილში პოლიტიკურ დევნად აღიქმება.

ყოფილი მაღალჩინოსნების დევნა ერთ-ერთია, რაც მას დაუფასდა და რის გამოც ივანიშვილის ნდობა ხელმეორედ დაიმსახურა , - ასეთია ოპოზიციის შეფასებები, რომელმაც ბოიკოტის პირობებშიც კი შეძლო, დისკომფორტი შეექმნა ირაკლი შოთაძისთვის, - ორი ქალი დეპუტატი კომიტეტზე ბიძნა ივანიშვილის ნიღბით მივიდა იმის სათქმელად, რომ გენ პროკურორობის კანდიდატი არაფორმალური მმართველის დავალებების უპირობო შემსრულებელია.

დღევანდელ მოსმენაზე შოთაძეს მხარს მხოლოდ მმართველი გუნდი და ხელისუფლების მომხრე არასამთავრობოები უჭერდნენ. მის მიმართ განსაკუთრებულად კრიტიკული კითხვებით კი დამოუკიდებელი დეპუტატები გამოირჩეოდნენ. 

 


close დახურვა