logo
ENG



ოპოზიცია მდინარაძის განცხადებაზე: ეს არის დიდი ხნით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობა

13 დეკ 201920:53
3 წუთის საკითხავი
 
cdx6l8ulxwg3usk.jpg

„ქართული ოცნების“ მორიგი ტრიუკი და გეგმა ძალაუფლების გახანგრძლივების მიზნით. ბიძინა ივანიშვილის გუნდი, რომელმაც ხალხს პროპორციული არჩევნების ჩატარების შანსი 2020 წელს წაართვა, ახლა აპირებს, კონსტიტუცია შეცვალოს და შერეული სისტემა გარანტირებულად შეინარჩუნოს. არადა ამავე პოლიტიკურ ძალას ცოტა ხნის წინ მოსახლეობისთვის მიცემული დაპირების შესასრულებლად ხმები საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის არ ეყო. მმართველი პარტია ავტორიტარული მმართველობის რეჟიმზე გადავიდა, - ასე აფასებენ ივანიშვილის მორიგ იდეას სამოქალაქო სექტორში. 

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელის, მამუკა მდინარაძის თქმით, მმართველმა გუნდმა ე.წ ამბოხებულ დეპუტატებთან შეთანხმებას მიაღწია.

მმართველმა პარტიამ დღეს განცხადება გაავრცელა და ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც 2020 წლიდან 2024 წლამდე პერიოდში ვადამდელი არჩევნების გამართვის შემთხვევაში კენჭისყრა გაიმართება შერეული და არა პროპორციული საარჩევნო სისტემით, რომელსაც არსებული კონსტიტუცია ითვალისწინებს.  

იმ შემთხვევაში თუ საკონსტიტუციო ცვლილებებს „ოცნება“ არ მიიღებს, მაჟორიტარი დეპუტატები სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასასვლელად რეფერენდუმს ჩაატარებენ.

მმართველი გუნდის ამ ინიციატივას, ღია მუქარად და დიდი ხნით ხელისუფლების ხელში ჩაგდების მცდელობად აფასებენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმებიან ხელისუფლებიდან ცოტახნის წინ წამოსული დეპუტატებიც.

 


close დახურვა