logo
ENG



ოპოზიცია მეუფე იაკობის განცხადებაზე:პროკურორი მაღალჩინოსნებს ხელს აფარებს

30 ოქტ 201914:15
3 წუთის საკითხავი
 
k6cl9hx38hm79fn.jpg

მეუფე იაკობის მიერ რამდენიმე დღის წინ გაკეთებული სკანდალური განცხადება, ამ დრომდე განხილვის საგანია. ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საქმეში იკვეთება დანაშაულის ფაქტები, რის გამოც გამოძიების დაწყება აუცილებელია. როგორც "ევროპული საქართველოს" წევრი გიგი წერეთელი ამბობს, საზოგადოებაში არსებობს კითხვები, რომელსაც პასუხები უნდა გაეცეს.

"გასაგებია, რომ არსებობს საკანონმდებლო ჩარჩო. დღეს მოვისმინე განცხადება იმაზე, რომ ამ ვითარებაში შესაძლოა საქმე აღძრული არ იყოს, კანონით ეს პროკურატურის გადასაწყვეტია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მთავარია საზოგადოებაში არსებობს კითხვები და ამ კითხვებს პასუხი უნდა გაეცეს. ამ შემთხვევაში კი კითხვები აშკარად არის",-აცხადებს გიგი წერეთელი.

წერეთელის მოსაზრებას იზიარებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირძეც. მისი თქმით, გენერალური პროკურორი რეალურ დამნაშავეებს ხელს აფარებს.

"გენერალური პროკურორი ამბობს, რომ არ უნდა დავიწყოთ გამოძიება, რაც იმას ნიშნავს რომ ხელისუფლების კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები დამნაშავეები არიან და პროკურორი მათ ხელს აფარებს. ადრე თუ გვიან ეს იქნება გამოძიებული და ვერავინ დაემალება მართლმსაჯულებას",- განაცხადა გოცირიძემ. 

ოპოზციის განცხადებებს არ ეთანხმებიან უმრავლესობაში. ანრი ოხანაშვილი მიიჩნევს, რომ საქმეში დანაშაული არ იკვეთება. ამის გამო გამოძიების დაწყებაც არასწორია. 

"უნდა არსებობდეს დანაშაულის ნიშნები, რათა დაიწყოს გამოძიება. ასე უაპელაციოდ, ემოციური და სუბიექტური განაცხადი რაიმე ობიექტური ხელჩასაჭიდის გარეშე საუბარი იმაზე, რომ აქ იკვეთება დანაშაულის ნიშნები, ეს ასე არ არის. ვინაიდან რაიმე ობიექტური ხელჩასაჭიდი არ არსებობს, გამოძიებაც ვერ დაიწყება",- აცხადებს ოხანაშვილი

 


close დახურვა