logo
ENG



ოპოზიცია პარლამენტში სამშაბათს შევა და ამნისტიის პროექტის ინიცირებას მოახდენს

22 აპრ 202113:04
3 წუთის საკითხავი
 

მართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის შემდგარი შეთანხმების შემდეგ ახლა შარლ მიშელის დოკუმენტში შესული ყველა საკითთხის აღსრულება უნდა დაიწყოს. ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან ნიკა მელია და გიორგი რურუა. ამნისტიის კანონპროექტის ვერსიებზე მუშაობენ მმართველი გუნდის წევრები და მათი ოპონენტები. ოპოზიცია პარლამენტში სამშაბათს შევა და ამნისტიის პროექტის ინიცირებას მოახდენს.მმართველ გუნდში ამბობენ,რომ ამნისტია ცალმხრივად ვერ გავრცელდება და ის ყველას უნდა შეეხოს მათ შორის პოლიციელებს. 20 ივნისს დაზარალებულები და არასამთავრობო ორგანიზაციები ეწინააღმდეგებიან, რომ ამნისტია იმ პირებსაც შეეხოთ, რომლებიც მომიტინგეებს ძალადობრივად უსწორდებოდნენ


close დახურვა