logo
ENG



ოპოზიცია პრემიერის შეცვლაზე: მოსამსახურეების გადალაგება

01 თებ 202420:10
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი კობახიძე პარლამენტს მომავალ კვირას მიუბრუნდება - როგორც პრემიერ-მინისტრი, თითქმის უცვლელი კაბინეტით. ღარიბაშვილის ჩანაცვლება არაფერს ცვლის ოპოზიციისთვის, გადაწყვეტილება ქვეყნისთვის უსარგებლოდ მიაჩნიათ, რადგან ცვლილება მხოლოდ ივანიშვილის თამაშების ნაწილია. დამოკიდებულება იდენტურია, როგორც პარლამენტის შიგნით, ისე მის გარეთ მყოფი პარტიებისთვის. პრემიერ-მინისტრის ცვლილებას გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილის ნაბიჯს ხალხის მორიგი დაცინვა უწოდა.


close დახურვა