logo
ENG



ოპოზიცია საგაგებო რეჟიმის განმეორებით დარღვევისას 6-წლიან პატიმრობაზე: მიუღებელია

24 აპრ 202012:18
3 წუთის საკითხავი
 

საგანგებო მდგომარეობის განმეორებით დარღვევაზე 6-წლიანი პატიმრობის ამოქმედებას, ოპოზიცია უარყოფითად აფასებს და ამბობს, რომ მსგავსი რამ დემოკრატიული ქვეყნისთვის მიუღებელია. 

"მართლმსაჯულების სისტემა ქვეყანაში ისე არ მოქმედებს, როგორც ეს ხდება დემოკრატიულ სამყაროში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილება შემოიტანეს მხოლოდ იმისთვის, რომ ჩაახშონ სამოქალაქო პროტესტი. ესაა დრაკონული ფორმა, რაც ახასიათებს დიქტატორულ რეჟიმს",-აცხადებს ხატია დეკანოიძე. 

ირაკლი აბესაძის თქმით კი მაშინ, როცა ქვეყანაში შერჩევითი სამართალია, მსგავსი კანონი კიდევ უფრო აბსურდული და გაუგებარია.

"ასეთი სასჯელი, მით უმეტეს მიუღებელი და მცდარია "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, როდესაც ყოველდღე  ვხედავთ შერჩევით მარლმსაჯულებას და შერჩევით კანონის აღსრულებას. მაგალითად, როცა ოჯახის წევრები თუ 3-ზე მეტი არიან, არ აქვთ უფლება ერთად გადაადგილდნენ, თუმცა ამის უფლება აქვს ათასობით ადამაინს, რომელიც შეკრებილია რელგიურრიტუალებზე. როცა ადამიანებს მანქანით გადააგდიელბა აკრძალული აქვთ, თუმცა ასევე ათასობით მოქალაქეს აქვს სპეციალური საშვი",-აღნიშნავს ირაკლი აბესაძე. 

ოპოზიცია დარწმუებულია, რომ აღნიშნული კანონი მხოლოდ საზოგადოების დაშინებას ემსახურება და მოკლებულია სამართლიან ჩარჩოებს. 

"სანქციების გამკაცრება იქნება საზოგადოების დაშინების საფუძველი, მაგრამ ხელისუფლებას ამის ძალა დ აუნარიც არ შესწევს, რომ მიიღოს შედეგები. როცა შეუძლია თვალი აარიდოს ისეთ დარღვევებს, რასაც სჩადიან საპატრიარქოში ან როცა ამდენი მანქანა დადის ქუჩაში, ამ პირობებში კანონის გამკაცრება უგუნურება და სისტუტეა",-აღნიშნავს თამარ კორძაია. 

"ლელო საქართველოსთვის" წევრის ანა ნაცვლიშვილის თქმით, კი პარტია მაქსიმალურად შეეცდება კანონი გაუქმდეს და არ ჰქონდეს ლეგიტიმური ძალა. 

"ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, ამ კანონის ამოქმედების შემთხვევაში, რომ ის გაუქმდეს და გმოვიყენებთ, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საერთაშორისო მექანიზებებს. კანონის მიღება მოხდა დაჩქარული წესით და საზოგადოებისგან მალულად. საზოგადოების და მედიის ყურადღება როცა გადატანილია სამედიცინო ასპექტზე, ამ დროს ხელისუფლებსას შემოაქვს რეპრესიული მექანიზი, რაც იმას ნიშნავს რომ არ აქვთ იმედი სწორად წარმათონ პროცესები და გადავიდნენ კუნთებით თამაშზე",-აცხადებს ანა ნაცვლიშვილი. 


close დახურვა