რუსი ჰაკერის ექსტრადაციის საკითხს ოპოციზიაში უარყოფითად აფასებენ და ამბობენ, რომ ეს ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.
"პირის ექსტრადირება იმ ქვეყანაში, სადაც მას ელოდება წამების ან არაადამიანური მოპყრობის საფრთხე, სადაც არ არის გარანტირებული საქმის სამართლიანი განხილვის უფლება, ასეთ შემთხვევაში პირის ექსტრადირება არ ხდება და პირს ენიჭება სხვა სპეციალური სტატუსი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. რუსეთში რომ ადამიანის უფლებები ირღვევა, ესეც მგონია რომ არის ფაქტი, ამიტომ დანარჩენი კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტოს ქართულმა მხარემ, მაგრამ ისე უნდა გადაწყვიტოს, რომ არ დაარღვიოს საერთაშორისო პრინციპები,"- აცხადებს ეკა ბესელია.
"ევროპული საქართველოს" წევრი გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული მთავრობის მიმართ რბილ პოლიტიკას ატარებს.
"ჩქარობს ხოლმე ჩვენი იუსტიციის სამინისტრო სხვადასხვა პირების გადაცემას, მათ შორის ისეთი პირების, რომლებიც წარსულში პოლიტიკური ან საზოგადოებრივი საქმიანობით იყვნენ დაკავებულნი. რაც ეწინააღმდეგება იმ პრაქტიკას, რაც აქვთ ცივილიზებულ ქვეყნებს რუსეთში საერთოდ ვინმეს გადაცემასთან დაკავშირებით. ზოგადად, ზედმეტად მეგობრული დამოკიდებულებით გამოირჩევა რუსეთისთვის მტკივნეულ საკითხებზე ჩვენი მთავრობა და მათ შორის პირველ რიგში, იუსტიციის სამინისტრო,"- აცხადებს კანდელაკი.
ცნობილია, რომ რუსული მხარე საზღვარზე სუმბაევს 11:00 საათისთვის ელოდებოდა. ამის შესახებ რუსეთის იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი წერილიდან გახდა ცნობილი.
„რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურის განჩინებით ვითხოვთ 24 ოქტომბერს დილის 11:00 საათზე ლარსის გამშვებ პუნქტთან იაროსლავ სუმბაევის ექსტრადირებას, სადაც ჩრდილოეთ ოსეთის კოლონა ზაურ ხალიევის ხელმძღვანელობით დახვდება," - ვკითხულობთ წერილში.