logo
ENG



ოპოზიცია ტურიზმის სტიმულირების გეგმაზე: ესაა ელემეტარული პოპულიზმი, წინასაარჩევნო პოპულიზმი

08 მაი 202014:02
3 წუთის საკითხავი
clock 391

ოპოზიციაში მთავრობის მიერ წარდგენილ ტურიზმის სტიმულირების გეგმას აკრიტიკებენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი პრიორიტეტებს არასწორად განსაზღვრავს, რადგან ამ სეზონზე ტურიზმის სფეროს დახმარება სიტუაციას ვერ შეცვლის. ოპოზიციის მოსაზრებით, ტურიზმის მიმართულებით დახარჯულ ხარჯებსაც გაფლანგულად აფასებს, რადგან ამ ეტაპზე რთულია ტურიზმისგან მიღებული მოსალოდენლი შედეგების შეფასება.

"მთლიანობაში ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, მთლიანად ეკონომიკაში როგორ ხდება სტიმულირება. მაკროეკეონომიკური პრინციპების დონეზე მაინც უნდა წარმოედგინა მთავრობას, როგორო აპირებს ძირითადი გამოწვევის, მაგალითად უმუშერვობის, დაძლევას. როგორ მოხდება სხვა სექტორების გადამზადება, როგორ მოხდება იმ ეკონომიკური დარგების სტიმულირება, სადაც არის პოტენციალი გაიზარდოს ეკონომიკური აქტივობა",-აცხადებს დიმიტრი ცქიტიშვილი. 

არსებული ვითარების გათვალისწინებით ოპოზიცია ხელისუფლების გეგმას პოპულიზმად აფასებს და ამბობს, რომ აღნიშნული უფრო წინასაარჩევნო კამპანიას ემსახურება, ვიდრე რეალურად ქვეყნის ეკონომიკის სტიმულირებას. 

არავითარი კონკრეტული გარანტიები იმისა, რომ ტურისტები ჩამოვლენ, არ გაგვაჩნია, რადგან ეს დამოკიდებულია გლობალურ ცვლილებებზე. ამიტომ, როდესაც ხელისუფლება ტურიზმზე აკეთებს აქცენტს, ესაა ელემენტარული პოპულიზმი, წინასაარჩევნო პოპულიზმი",-აცხადებს გრიგოლ გეგელია. 

"ლეიბორისტულ პარტიაში" მიაჩნიათ, რომ აქცენტი უნდა გაკეთებულიყო კონკრეტულ სფეროებზე. ამ ეტაპზე კი განსაკუთრებით საყურადღებოა მათ შორის სოფლის მეურნეობა, რომელიც უყურადღებოდაა დარჩენილი. 

"კორონაზე მეტი ზიანი მოაქვს ქვეყნისთვის ხელისუფლების უპასუხისმგებლო, დანაშაულებრივ გადაწყვეტილებას. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც ბოლო გეგმად შემოსაღებული სლაიდები, რომლის უკანაც არ დგას კონკრეტული გადაწყვეტილებები. ჩვენ არ ვიცით საგანგებო ბიუჯეტი როგორი იქნება. იმის მაგივრად რომ სოფლის მეურნეობის პაკეტი გაკეთებულიყო თუნდაც და გლეხებს შეძლებოდათ დახვნა, დათესვა, მოსავლის მოყვანა, რომ ამ უბედურებას გადავურჩეთ, სოფელი მიატოვეს და დატოვეს უყურადღებოდ",-აცხადებს გიორგი გუგავა. 

ოპოზიციის გარდა სტრატეგიულ გეგმას აკრიტიკებს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძეც. მისი თქმით, ახლა ქვეყნას სჭირდება მკვეთრი ეკონომიკური ნახტომი, რათა მსოფლიო ბაზარზე დაწინაურდეს. აქ იგულისხმება როგორც ეკონომიკური ზრდის გაორმაგება, ასევე ტექნოლოგიური წარმოების განვითარება.

"ჩვენ გვჭირდება ეკონომიკური ნახტომი, რათა გამოვიყენოთ ეს ეკონომიკური შესაძლებლობები, რაც შემოგვთავაზა ვირუსმა და გადავხტეთ მსოფლიოს პირველი ქვეყნების რიგებში. ეკონომიკურ ნახტომში იგულისხმება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, აქცენტი წარმოებაზე და ტექნოლოგიურ გარღვევაზე, ასევე აქცენტი კვლევასა და მეცნიერებაზე. იგულისხმება აქცენტი სამედიცინო წარმოებაზე, რომელზეც ნადირობს ახლა მთელი მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები. ჩვენს ხელისუფლებას ამის ამბიცია არ აქვს და აქვს მხოლოდ იმის ამბიცია, რომ დავრჩეთ მაჩანჩალა, ტურიზმზე დამოკიდებულ, სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებულ ქვეყნად და რას იწვევს ასეთი დამოკიდებულება, უკვე გვაჩვენა ვირუსმა",-აღნიშნავს ანა დოლიძემ. 

შეგახსენებთ, ხელისუფლებამ ეკონომიკის განვითარების მთავარ პრიორიტეტად ტურიზმი დაასახელა. 


close დახურვა