logo
ENG



ოპოზიცია ფარცხალაძეზე: ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს ყველაფრის უფლება აქვთ

26 აპრ 202011:46
3 წუთის საკითხავი
 

"ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ პირებს ყველაფრის უფლება აქვთ და ყველა დანაშაული ეპატიებათ" - ასეთია პოლიტიკური სპექტრის შეფასება, ყოფილი გენერალური პროკურორის ვოიაჟთან დაკავშირებით. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ხელისუფლება ოთარ ფარცხალაძის მისამართით კანონის სრულ იგნორირებას ახდენს და ესაა ნეპოტიზმის ნათელი მაგლითი, მით უმეტეს, როცა მას რაიმე მნიშვნელოვნი თანამდებობა არ უკავია. 

"ქართულმა ოცნებამ, ამ ძალიან მძიმე პირობებშიც კი, როცა ჩვენი თანამოქალაქე იტანს უსამართლო შეზღუდვებს, მათ შორის მანქანების გადაადგილებასთან დაკავშირებით, ამ პირობებშიც კი ოცნებამ მოახერხა ეჩვენებინა, რომ ნეპოტიზმი მისი ყოველდღიური ცხოვრების წესია. სხვა ახსნა და გამართლება ფარცხალაძის მანქანით გადაადგილებას არ აქვს", - აცხადებს სერგი კაპანაძე.

სერგი კაპანაძის მოსაზრებას იზიარებს მურთაზ ზოდელავაც, რომლის თქმითაც,  ფარცხალაძე დანაშაულებრივი სქემის ნაწილია და სწორედ ასეთი ადამიანები დღეს განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ.

"ჩვენ გვქონდა ისეთაც ეჭვები, რომ ამ ქალაქში ისედაც ბევრი ავტომობილი მოძრაობდა, მათ შორის ზოგან საცობიც კი იყო. ამიოტმ ბევრ ადამიანს გაუჩნდა აზრი, რომ ხელისუფლება „ბლატებით“ ამ საშვებს ავრცელებდა. ეს გამოჩნდა ფარცხალაძის შემთხვევაშიც, რომელიც უზარმაზარი აფიორის მონაწილეა და პასუხისგებაში კიდევ არ არის მიცემული", - აცხადებს მურთაზ ზოდელავა.

კახა კოჟორიძე დარწმუნებულია, რომ სპეციალური საშვი ფარცხალაძეს უშუალოდ ივანიშვილის ნებართვით გადაეცა.

"ლაშა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის ნახვა არ გვჭირდება და ის არის ინსტიტუციონალიზებული. როგორც ჩანს, ამ ინსტიტუციონალიზმა ფარცხალაძეს საშუალება ის გადაადგილებულიყო თბილისის ქუჩებში", - აღნიშნავს კახა კოჟორიძე. 

 


close დახურვა