logo
ENG



ოპოზიცია ხელისუფლებაზე:კრილოვის იგავ-არაკს დაემსაგვასა მათი სიტყვები და ქმედებები

20 მაი 202014:28
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებენ და ამბობენ, რომ პრეზიდენტმა მმართველი პარტია ტყუილში ამხილა; კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ არაა დამოუკიდებელი ფიგურა და ის ყველა გადაწყვეტილებას ათანხმებს ივანშვილთან.

გიგი უგულავას თქმით, რეალურად შედეგი დადგა საერთაშორისო პარნტიორების აქტიური ჩარევით, ხოლო მმართველი გუნდის წევრები ატყუებენ როგორც საზოგადოებას, ასევე ერთმანეთსაც.

"სიმართლე გითხრათ ჩემვის აბსოლუტურად სულერთია, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ მოსახლეობის უმეტესობისთვისაც, ვინ ვის უთხრა, ვინ ვის შეატყობინა... ფაქტია, ეს ხალხი ერთმანეთში აიბლანდა ტყუილში, რომელსაც ფიქრობდნენ შეასაღებდნენ ჩვენ საკუთარ ხალხს და საერთაშორისო პარტნიორებს. კრილოვის იგავ-არაკს დაემსაგვასა მათი სიტყვები და ქმედებები, ამიტომ უნდა შევთანხმდეთ, რომ მათ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ვხედავთ, რომ ერთმანეთსაც არ ინდობენ და ამ კუთხითაა ეს პრობლემა. თორემ მნიშვნელობა არ აქვს სალომე ზურაბიშვილი ჩემზე რას იტყვის, ან ვის რას შეუთანხმებს",-აცხადებს გიგი უგულავა. 

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი მიიჩნევს, რომ ამ შემთხვევაში ყველაფერი მარტივი და აშკარაა. სალომე ზურაბიშვილის წარსულის გამოცდილება კი მას არ აძლევს რელევანტური გადაწყვეტილებების მიღების საშუალებას. 

"კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ზურაბიშვილი არის არა ზეპარტიული, არამედ ქვეპარტიული პრეზიდენტი. დიპლომატიასთან ამ ქალბატობს  ისეთვე კავშირი აქვს შინაგანად და პროფესიულად, როგორც ვირს საკურთხეველთან, დავიწყოთ აქედან. მალიში, მესამეხარისხოვან დიპოლომატად მუშაობა და სახელმწიფო გადატრიალებებში მონაწილეობა საფრანგეთის ინტერესებში, თუ დიპლომატიად ითვლება, მაშინ ჩვენ სხვადასხვა აზრის ვყოფილვარ დიპლომატობაზე. მეორეც, მან ეს განაცხადა არამარტო დიპლომატებზე, არამედ ამერიკელ სენატორებზეც თქვა, რომ ისინი ჩემი დონე არ იყვნენ და ვერ დავეკონტაქტებიო. როგორც ჩანს ის მოწყვეტილია რეალობას და საჭიროებს პატარა მკურნალობას",-აცხადებს შალვა ნათელაშვილი. 

შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის თქმით გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალებაზე გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. აღნიშნულს ამტკიცებენ მმართველ გუნდშიც. თუმცა, პრეზიდენტის თქმითვე, ამ გადაწყვეტილების შესახებ მან წინასწარ აცნობა ბიძინა ივანიშვილს, გიორგი გახარიასა და არჩილ თალაკვაძეს. 


close დახურვა