logo
ENG



ოპოზიცია ხელისუფლებას 8 მარტს მიღებული შეთანხმების შეუსრულებლოაში ადანაშაულებს

04 მაი 202020:06
3 წუთის საკითხავი
 

პანდემიის დროს და მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, სასამართლო ამჯერად დისტანციურად განაგრძობს პოლიტპატიმართა სიაში მყოფი პირების გასამართლებას. გიორგი რურუას ადვოკატი ხელისუფლება სასამართლოს სარდაფად ქცევაში ადანაშაულებს. ლევან სამუშია ამბობს, რომ პანდემიის პარალელურად ხელისუფლება საგანგებო მდგომარეობით სარგებლობს და პატიმრების უფლებებს არღვევს. მთავარი არხის მეწილის სასამართლო სხდომები დისტანციურ რეჟიმში კვირაში ორჯერ იმართება. თუმცა, ტექნიკური ხარვეზების გამო პროცესები არასრულყოფილად მიმდინარეობს.

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე ციხეში რჩება, ისევე, როგორც გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი, - მათი გათავისუფლება კი ის პირობაა, რომლის შეუსრულებლობის გამოც ოპოზიცია ბიძინა ივანიშვილის გუნდს ხალხის და პარტნიორების მოტყუებაში ადანაშაულებს.

ოპოზიციის მტკიცებით, ამერიკის ელჩის სახლში შეხვედრის დროს მხარეები კონკრეტული პატიმარი პოლიტიკოსების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ. ამავე შეთანხმებით,  იმ ბრალდებული პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე გამოძიებები უნდა შეწყვეტილიყო. ასევე, უნდა შეწყვეტილიყო კრიტიკული მედიის მენეჯერების წინააღმდეგ აღძრული საქმეების გამოძიებაც. ოპოზიციაში ამბობენ, თუკი ხელისუფლება შეთანხმებას არ შეასრულებს, მაშინ ისინი, საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესში არ ჩაერთვებიან.

საწინააღმდეგოს ამტკიცებს მმართველი გუნდი. მათი განცხადებით, ქვეყანაში პოლიტპატიმრები არ არსებობენ და  ხელისუფლება მემორანდუმის პირობებს ასრულებს.

14 ნოემბერს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტი ჩააგდო. მმართველმა გუნდმა დაპირება არ შეასრულა და საარჩევნო სისტემა მაჟორიტარულიდან პროპორციულით არ შეცვალა,  დაძაბული მოლაპარაკებების ფონზე, უზენაესი სასმართლოს გადაწყვეტილებით, 3 წლით პატიმრობა მიესაჯა ევროპული საქართველოს ლიდერს გიგი უგულავას. 4-თვიანი უშედეგო მოლაპარაკებების ბოლოს, საერთაშორისო ფასილიტატორების მცდელობით, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის სახლში, 8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის 2 მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების შემდეგ გაურკვეველი ვადით გადაიდო თიბისი ბანკის საქმის სასამართლო განხილვა.  თუმცა, შეთანხმებიდან 2 თვის შემდეგ, „გამარჯვებული საქართველოს" ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილს 20-21 ივნისის საქმეზე 5-წლიანი პატიმრობა დისტანციურად გამართულ სასამართლო სხდომაზე  მიესაჯა. ევროკავშირისა და ამერიკის ელჩებმა 14 აპრილს, კიდევ ერთი განცხადება გაავრცელეს და ხელისუფლებას 8 მარტის შეთანხმების დაცვისკენ მოუწოდეს.


close დახურვა