ოპოზიცია ხვალინდელი აქციისთვის ემზადება. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ დილიდან საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელის პიკეტირება მოხდება. მათი მოთხოვნა კვლავ უცვლელია. ერთადერთი საკითხი, რომლის ირგვლივაც მოლაპარაკებებს ოპოზიცია ხელისუფლებასთან დაუშვებს, საარჩევნო სისტემის შეცვლა და ე.წ. ქართულ-გერმანულ მოდელზე გადასვლაა. ეს კი ის სისტემაა, რომელსაც მმართველი გუნდი ანტიკონსტიტუციურს უწოდებს.