logo
ENG



ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო

21 თებ 202119:32
3 წუთის საკითხავი
 
2021/02/21/qz6kc0irg49p0td.jpg

ოპოზიციამ 25 თებერვალს დაანონსებული აქცია გადადო. ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა ხატია დეკანოიძემ ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც დეკანოიძემ აღნიშნა, ოპოზიცია ხელისუფლებას მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომას სთავაზობს და აქციის გადადებაც სწორად ამას უკავშირდება. 

"იცით, რომ 25 თებერვალს დაანონსებული გვქონდა ოკუპაციის 100 წლისთავის აქცია, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ნიკა მელიას, რომელსაც დევნიან იმის გამო, რომ გავრილოვი ჩამოიყვანა ხელისუფლებამ და წამოასკუპა საქართველოს დამოუკიდებლობის სიმბოლოში, მაგრამ იმისთვის, რომ ჩვენ, როგორც უაღრესად პოლიტიკური პასუხისმგებლობით სავსე პოლიტიკურმა სპექტრმა ქვეყნის პოლიტიკური და დემოკრატიული მომავალი გადავარჩინოთ, მზად ვართ, მოლაპარაკებების შეთავაზების პარალელურად, კვლავ მივცეთ ვადა, კომპრომისის სივრცე ხელისუფლებას და გადავდოთ დაანონსებული აქცია", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ

შეგახსენებთ, რომ 15 თებერვალს ოპოზიციამ განაცხადა, რომ 25 თებერვალს, ისინი საპროტესტო მსვლელობას გამართავდნენ, ხოლო 31 მარტს მასშტაბური აქცია გაიმართებოდა. 


close დახურვა