logo
ENG



ოპოზიციამ დაბოქლომება დაიწყო - ხელისუფლება ოპონენტებს დაკავებებით ემუქრება

20 ნოე 201920:52
3 წუთის საკითხავი
 
9aq16bsstpvfl0r.jpg

დავაბოქლომებთ „ქართულ ოცნებას“, ამ ლოზუნგით პერმანენტული აქციები დაიწყეს ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა და მათმა მხარდამჭერებმა. სპეცდანიშნულების რაზმის მიერ დარბეული აქციის შემდეგ, პოლიტიკური ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ახალ ფორმებს იძენს. პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების პატიებას „ქართული ოცნებისთვის“ სამოქალაქო საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი არ აპირებს, - ხელისუფლებას კანონის ფარგლებში ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან, 25 ნოემბერს მასშტაბური აქცია იგეგმება, მანამდე კი ყველაფერს დააბოქლომებენ, რასაც შეძლებენ. 

ხმაური მთავარი პროკურატურასთან მაშინ დაიწყო როდესაც გაერთიანებულმა ოპოზიციამ ჭიშკარზე ბოქლომის დადება სცადა. სამართალდამცველებმა კორდონი შეკრეს და ოპოზიციის ლიდერებს კართან მიახლოვების საშუალებას არ აძლევდნენ. პოლიციის წინააღმდეგობის მიუხედავად ოპოზიციამ პროკურატურის მთავარ შესასვლელს ბოქლომი მაინც დაადო. ამ ფორმით პროკურატურასთან შეკრებილებმა ირაკლი ოქრუაშვილისთვის ბრალის დამძიმება გააპროტესტეს.  

ოპონენტები, ვინც მშვიდობიანი პროტესტის გამო მმართველმა გუნდმა არაერთხელ გამოაცხადა დესტრუქციულ ძალად, გაჩერებას არ აპირებენ და „ქართული ოცნების“ ლიდერს დისკომფორტს მომავალშიც პირდებიან.  

ოპოზიციის გეგმებს მუქარით პასუხობს მმართველი გუნდი. „ქართული ოცნება“ პიკეტირების შემთხვევაში ოპოზიციას და სამოქალაქო აქტივისტებს ისევ დარბევით და დაკავებებით ემუქრება. 

 


close დახურვა