logo
ENG



ოპოზიციამ დაგეგმილი აქციების გადადების გადაწყვეტილება მიიღო

03 მარ 202115:38
3 წუთის საკითხავი
 
ოპოზიციამ დაგეგმილი აქციების გადადების გადაწყვეტილება მიიღო

ოპოზიციამ დაგეგმილი აქციების გადადების გადაწყვეტილება მიიღო. 

"იმისთვის, რომ ხელისუფლებას არ მივცეთ დამატებითი საფუძველი, დამატებითი მიზეზი, უარი თქვას მოლაპარაკებაზე ან ჩაშალოს მოლაპარაკება, ოპოზიციამ მივიღეთ გადაწყვეტილება, დროებით გადავდოთ ის მშვიდობიანი, არაძალადობრივი აქციები, რაც გვქონდა დაგეგმილი 16 მარტამდე, იმ დრომდე, სანამდეც არის გაწერილი მოლაპარაკების ვადა". - თქვა პაატა მანგჯალაძემ

მისივე თქმით, ცალკეულ პარტიებს, სურვილის შემთხვევაში, ექნებათ აქციების მოწყობის საშუალება, თუმცა, პირობაა, რომ აქციები არ გაიმართოს სახელმწიფო და პოლიციის შენობებთან ახლოს. 

"რათა ხელისუფლებამ არ მოახდინოს პროვოცირება". - თქვა მან.

ამასთან, ძალაში რჩება ხვალ, 4 მარტს დაგეგმილი მსვლელობა მანქანებით. 

​აქცია პარლამენტთან გუშინ, 2 მარტს, დილით გაიმართა. პოლიციამ 7 ადამიანი, მათი აზრით, მიუღებელი ფრაზების სკანდირების გამო დააკავა. მათ აქტივისტებს მოუწოდებს, სკანდირებისან თავი შეეკავებინათ, თუმცა, დემონსტრანტებმა ეს არ გაითვალისწინეს. 

1-ლი მარტის შეხვედრის შემდეგ, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შედგა, ხელისუფლებამ ოპოზიციის აქცია მოლაპარაკების პროცესის ჩაშლის მცდელობად და დესტრუქციულ ქმედებად შეაფასა. 

შარლ მიშელმა შეხვედრაზე თქვა, რომ საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შედეგებით 16 მარტს დაინტერესდება. 


close დახურვა