ოპოზიციურმა პარტიებმა რუსთავში მერობის კანდიდატად ენმ-ს წევრი დავით კირკიტაძე წარადგინეს. წარდგენას ესწრებოდნენ ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ლელოს, გირჩი - მეტი თავისუფლების ლიდერები.
დავით კირკიტაძის თქმით, მათი გაამრჯვების შემთხვევაში ადგილობრივი მმართველობა იქნება კოალიციური და რუსთავში, ადგილობრივი ხელისუფლება დაკომპლექტებული იქნება სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლებით.
მისივე წარდგენით, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი იქნება ნინო იმერდაშვილი, რომელიც, ასევე იქნება მეორე საარჩევნო ოლქში საერთო მაჟორიტარობის კანდიდატი ლელოდან; პირველ ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება ნანა შატბერაშვილი; მესამე ოლქში კანდიდატი იქნება ნიკა გაბატაშვილი გირჩი - მეტი თავისუფლებიდან; მე-7 ოლქში კანდიდატი იქნება თინა ლოცულაშვილი; მე-6 ოლქში საერთო კანდიდატი იქნება ლელოს თავმჯდომარე რუსთავში ნათია მანჯგალაძე; მე-5 სამაჟორიტარო ოლქში კანდიდატი იქნება ვახო ქებაძე ევროპული საქართველოდან; მე-4 ოლქში კანდიდატი იქნება ამირან მიქაძე.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.