"არ ექნება შესაძლებლობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას მიიტაცოს ხელისუფლება", - ეს განცხადება გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ რამდენიმე წუთის წინ, ოპოზციის მიერ შემუშავებული საარჩევნო მოდელის წარდგენისას გააკეთა. ვაშაძის თქმით, აღნიშნული კანონ-პროექტი ეფუძნება გერმანულ მოდელს. მისი არსი პროპორციული, თუმცა ასევე, ითვალისწინებს მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქების არსებობასაც.
"დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციას, მზად არის იმისთვის, რომ ინიცირებული იყოს პარლამენტში და მას სჭირდება 74 ხმა. ეს არის ძალიან მარტივი გზა იმისთვის, რომ საქართველომ გადალახოს ის კატასტროფული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არის სააარჩევნო სისტემაში",-აცხადებს ვაშაძე.
ოპოზციის განცხადებით მათ მიერ შემუშავებული მოდელი არ ითვალსწინებს საკონსტიტუციო ცვლილებებს.