logo
ENG



ოპოზიციას საქმიანობის ასპარეზი არ დარჩა და ცდილობს თემები ხელოვნურად წამოწიოს - გია ვოლსკი

15 აპრ 202017:14
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციას პოლიტიკური საქმიანობისთვის ასპარეზი ნაკლებად დარჩა და თემების ხელოვნურად წამოწევას ცდილობს - ასე პასუხობს „ქართული ოცნება“ ოპონენტების ბრალდებებს. გია ვოლსკი აცხადებს, რომ არჩევანში ყველა თავისუფალია და ოპოზიციისგან საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებაზე უპირობო მხარდაჭერას არავინ ითხოვს.

„არავინაა შეზღუდული აზრის გამოხატვაში. ვფიქრობ, ოპოზიციას საქმიანობის ასპარეზი არ დარჩა და ცდილობს თემები ხელოვნურად წამოწიოს. მთავრობა და უმრავლესობა მზადაა, გაცეს კითხვებს პასუხი", - განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ მოუწოდა პრეზიდენტს და სთხოვა, მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გადავადებასთან დაკავშირებით. ოპოზიცია აცხადებს, რომ დაუსაბუთებლად ისინი საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივებას არ დაუჭერენ მხარს.


close დახურვა