logo
ENG



ოპოზიციიდან გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი ელენე ხოშტარია იქნება

17 აგვ 202112:24
3 წუთის საკითხავი
 
ფორმულა/ვახო ქარელი

გლდანში ოპოზიციის საერთო კანდიდატი პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია იქნება. ამის შესახებ თავად ხოშტარიამ ოპოზიციის საერთო ბრიფინგზე თქვა.

"მე გავაწყვიტე, რომ პირადად ჩავერთო ასევე მაჟორიტარულ ბრძოლაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა არ არის დრო, რომ ვიღაცა წინ გაუშვა და შენ უბრალოდ იჯდე და განცხადებები აკეთო. მე პირადად წავალ უბანში, რომელმაც ძალიან დიდი მაგალითი აჩვენა მთელ თბილისს, რომელიც იყო პრაქტიკულად ბრძოლის ველი, ბრძოლის სიმართლისთვის და არა ვინმეს წინააღმდეგ, ბრძოლის ველი ცვლილებისთვის, მომავლის რწმენისთვის და არა ვინმეს დასაჩაგრად და სადაც ჩემმა მეგობარმა და ჩემმა თანამებრძოლმა აჩვენა პირველი მაგალითი წარმატების, ყველანაირი წინააღმდეგობის მიუხედავად. დიდი სიამაყით ვაცხადებ, რომ მე ვიბრძოლებ გლდანში.", - თქვა ხოშტარიამ.

ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები დღეს, 17 აგვისტოს წარადგინა.


close დახურვა