logo
ENG



ოპოზიციის აქციას ქუთაისში შეცვალეს აქტივისტებიც შეუერთდებიან

06 დეკ 201907:50
3 წუთის საკითხავი
 
eqp78th7ytqgsf2.jpg

პროპორციული საარჩევნო სისტემის მოთხოვნით გაერთიანებული ოპოზიციის აქციას ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა „შეცვალეც" შეუერთდება. აქტივისტები 14:00 საათზე კიკვიძის სკვერიდან აღმაშენებლის მოედნამდე მსვლელობით მივლენ. „შეცვალეს" პროტესტი მშვიდობიანი და არაძალადობრივი იქნება, თუმცა მოძრაობის წევრები ძალადობას ხელისუფლების მართული ჯგუფებისგან ელოდებიან.

„ერთად ერთის წინააღმდეგ“ ფარგლებში ვიქნებით ყველგან, სადაც იქნება ბრძოლის წინა ხაზი. ვიბრძვით იმისთვის, რომ საქართველოში იყოს დემოკრატიული არჩევნები. ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ მას ნდობა აღარ აქვს, მათ შორის რეგიონებში და ამას ის ნათლად დაინახავს ამ აქციაზე“, - განაცხადა "შეცვალეს" აქტივისტმა დიმა ბიძინაშვილმა "ფორმულასთან" საუბარში.

 

 


close დახურვა