ოპოზიციის ბათუმის მერობის საერთო კანდიდატი გიორგი კირთაძე იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის - ვახტანგ კალოიანი.
კირთაძე ნაციონალური მოძრაობის წევრია, კალოიანი - ევროპული საქართველოს.
ოპოზიციას საერთო კანდიდატები ეყოლება თბილისშიც. თბილისის მერობის კანდიდატი ნიკა მელია იქნება, საკრებულოს თავმჯდომარეობის - ელენე ხოშტარია. ნაციონალურმა მოძრაობამ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე უარი თქვა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.