ოპოზიცია პოლიტიკურად აქტიურ შემოდგომას აანონსებს. ხელისუფლების მკვეთრად ანტიდასავლური პოლიტიკისა და ოლიგარქიული მმართველობის გაძლიერების ფონზე, პოლიტიკური პარტიების ნაწილი აქამდე არსებულისგან განსხვავებული სტრატეგიით მოქმედების აუცილებლობაზე ლაპარაკობს.