logo
ENG



ოპოზიციის თქმით, თბილისის მერია ახალ ადმინისტრაციულ შენობას იშენებს

29 სექ 202112:12
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიციის თქმით, თბილისის მერია ახალ ადმინისტრაციულ შენობას იშენებს. ამის შესახებ ისინი ბრძანებაზე დაყრდნობით საუბრობენ, რომელსაც კალაძე აწერს ხელს და 12 აგვისტოთია დათარიღებული.

საკრებულოს წევრი, ირაკლი ნადირაძე განმარტავს, რომ შეიქმნა საკონკურსო კომისია, რომელმაც უნდა შეიმუშაოს საკონკურსო პირობები, მოძებნოს მიწა, შემდეგ დაადგინოს სატენდერო პირობები და გამოაცხადოს ტენდერი მერიის ახალი ადმინისტრაციული შენობის ასაშენებლად. პარლამენტის დეპუტატი, ლევან ხაბეიშვილის თქმით, კახა კალაძე ახალ შენობას საკუთარი კომფორტისთვის იშენებს.

"უამრავი ეკონომიკური, სოციალური პრობლემაა თბილისში და დღეს ყველა ბანერიდან მომღიმარად და სათნო სახით რომ გვიყურებს, იმაზე კი არ ფიქრობს, ეს პრობლემები როგორ მოაგვაროს ფიქრობს იმაზე, რომ თუ გააყალბებს, თუ იძალადეს მოსახლეობაზე, თუ ისევ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, აპირებს, რომ საკუთარი ფუფუნების საგნები შეისყიდოს ბიუჯეტის ხარჯზე", - ამბობს ხაბეიშვილი.

თბილისის მერი, კახა კალაძე ამბობს, რომ შენობა არა მერიისთვის, არამედ შესაბამისი სამსახურებისთვის იქნება განკუთვნილი. მერმა ჯერ არ იცის, რა დაჯდება ახალი შენობა.

"ის სამსახურებია, რომლებიც სხვადასხვა ობიექტებზე იჯარით იღებენ ფართებს და იხარჯება ამაზე ძალიან დიდი თანხები" , - თქვა კალაძემ.


close დახურვა