ოპოზიციის მხარდამჭერებმა მარჯვენა სანაპირო გადაკეტეს.
ისინი აქ ავლაბრის მეტროდან საპროტესტო მსვლელობით მოვიდნენ და ახლა ორთაჭალისკენ მიემართებიან.
მშვიდობიანი დემონსტრანტების მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
დემონსტრაციის პარალელურად მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.
ორივე სანაპიროს ბლოკირება ნიკა მელიამ გუშინ, 14 ნოემბერს დააანონსა. დღეს, 15 ნოემბერს კი შსს-მ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში "პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს".
განახლება:
მსვლელობის მიმდინარეობის დროს აქციის მონაწილეებმა რამდენჯერმე შეცვალეს მიმართულება და თქვეს, რომ ამით ხელისუფლებას თავ-გზა აურიეს.
"ვერ გაიგეს, რას ვაკეთებთ და ვერც გაიგებენ" - უთხრა ნიკა მელიამ ჟურნალისტებს.
აქცია პრეზიდენტის სასახლესთან დასრულდა.