ოპოზიცია და მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები დღეს სასამართლოს ეზოში ელოდებოდნენ მესამე პრეზიდენტის გამოჩენას. მათ შორის იყო ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობის სამივე კანდიდატი. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ივანიშვილი საზოგადოებას სააკაშვილს უმალავს, რაც სპეციალისტების დასკვნების გარდა, დამატებითი დასტურია, რომ პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.