ოპოზიციურმა პარტიების გაერთიანებამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა. საერთო მხარდაჭერილი კანდიდატები წარადგინეს პარტიებმა გირჩი - მეტი თავისუფლება, ევროპულმა საქართველო და დროა. დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ის პირადად ჩაერთვება გლდანის მაჟორიტარობისთვის ბრძოლაში. ნაციონალური მოძრაობა თბილისში საკუთარ მაჟორიტარობის კანდიდატებს არ ასახელებს.
გირჩი - მეტი თავისუფლების მხრიდან კანდიდატები დასახელდა თბილისის 4 მაჟორიტარულ ოლქში:
- მთაწმინდა - თენგო კირთაძე;
- საბურთალო - ბორის ყურუა;
- დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი;
- ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი; თავის მხრივ, თბილისის ვიცე მერობის კანდიდატი ცოტნე კობერიძეა
ევროპული საქართველოს კანდიდატები იქნებიან:
- ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი;
- ისანი - ბესო დონაძე;
- სამგორი - დავით ჟღენტი.
დროას მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:
- ვაკე - ბათუ ქუთელია;
- კრწანისი - თამაზ ახობაძე;
- გლდანი - ელენე ხოშტარია.
ოპოზიციური პარტიების ნაწილის საერთო კანდიდატად თბილისის მერის პოსტზე ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელიაა წარდგენილი, ხოლო თბილისის საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია დროას ლიდერი ელენე ხოშტარია. ენმ-მ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე უარი თქვა.