ოპოზიციის საპროტესტო მსვლელობა დაიწყო.
ისინი ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და ახლა ბარათაშვილის ხიდისკენ მიემართებიან.
მათი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
გამოჩნდა სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები.
აქცია ნიკა მელიამ გუშინ, 14 ნოემბერს დააანონსა. დღეს, 15 ნოემბერს კი შსს-მ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში "პროპორციულ ძალებს და სპეციალურ საშუალებებს გამოიყენებს".