logo
ENG



ოპოზიციის ჩრდილოვანი კაბინეტის პრეზენტაცია ხვალ გაიმართება

19 ოქტ 202117:32
3 წუთის საკითხავი
 

ფორმულასთვის ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციიის ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტება დასრულდა და პრეზენტაცია ხვალ, საღამოს 9 საათზე გაიმართება.

წინასწარი ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტურში ნიკა მელიას გამარჯვების შემთხვევაში, მერის ერთ-ერთი მოადგილე ლელოს წევრი - ანა ბიბილაშვილი იქნება, ვიცე-მერის პოზიციას კი პარტია გირჩი- მეტი თავისუფლების წევრი, ცოტნე კობერიძე დაიკავებს. თბილისის მერიის ერთ-ერთ საქალაქო სამსახურს ჩაიბარებს Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი, ვასილ ურუშაძე.

დეტალურად ალტერნატიული მთავრობის შემადგენლობასა და 30-მდე პოზიციაზე კანდიდატების გადანაწილებაზე ხვალ დაგეგმილი პრეზენტაციიდან გახდება ცნობილი.

"თითქმის შეჯერებულია თბილისის მომავალი მთავრობის შემადგენლობა. ლელოს ექნება საკვანძო პოზიციები, თქვენ ამის შესახებ გაიგებთ ხვალ". - ამბობს, პარტია ლელოს წევრი ბადრი ჯაფარიძე.

30 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და 42 ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება.

თბილისის მერობისთვის მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატი კახა კალაძე და ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ნიკა მელია იბრძოლებენ.


close დახურვა