გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებმაც რესპუბლიკის მოედნიდან მსვლელობა დაიწყეს, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდნენ.
„მივესალმოთ ჩვენ მეგობრებს, რომლებიც რესპუბლიკის მოედნიდან შემოგვიერთდნენ. სხვა გზა არ არის ჩვენ გვართმევენ არჩევანის უფლებას.“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.
აქცია იმართებოდა თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოშიც, სადაც სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავდნენ სახელწოდებით „სტუდენტები უსამართლობის წინააღმდეგ“. ისინიც მსვლელობით რუსთაველზე აქციას შეუერთდებიან.
შეგახსენებთ, რომ რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ მიმდინარეობს.