ქართველი პოლიტიკოსი ქალები, ამერიკის ადმინისტრაციასა და პოლიტიკურ წრეებთან შეხვედრებს მართავენ. დღეს დაგეგმილია რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან.
ხელისუფლების შეუსრულებელი დაპირება და ჩაგდებული კანონპროექტი, ასევე რუსული საფრთხეები და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა - ესაა თემები, რომლებსაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამერიკელ პარტნიორებთან განიხილავენ.