logo
ENG



ოპოზიციური კოალიციიდან შეიძლება გამოიკვეთოს ერთი მთავრობის ბირთვი - დავით ბაქრაძე

09 მარ 202021:45
3 წუთის საკითხავი
 

„ოპოზიციური კოალიციიდან შეიძლება გამოიკვეთოს ერთი მთავრობის ბირთვი", - ასე პასუხობს დავით ბაქრაძე სოფო ზურაბიანის კითხვას გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“. 

როგორც „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი განმარტავს, მათთვის მნიშვნელოვანია პარტიების ხედვა - დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყნის პროდასავლურ ორიენტაციას ისინი აუცილებელ კომპონენტად მიიჩნევენ.

„საზოგადოება მომწიფდა კოალიციური მთავრობისთვის, სადაც ერთი ადამიანი გადაწყვეტილებას ვეღარ იღებს და სადაც ძალა ერთი სუბიექტის ხელში არ იქნება. ყველა პოლიტიკოსი კეთილს ინებებს და გაითვალისწინებს სხვების აზრს. ეს შეკავებისა და გაწონასწორების მექანიზმი იმუშავებს ჩვენთანაც. კოალიციურ მთავრობაზე მოთხოვნა ნიშნავს ჩვენი საზოგადოების წინსვლას. „ლეიბორისტულ პარტიაში“ შეკრებილი კოალიცია ემსახურებოდა საზოგადოების მოთხოვნის შესრულებას - ამ კოალიციიდან შეიძლება გამოიკვეთოს ერთი მთავრობის ბირთვი",- აცხადებს დავით ბაქრაძე.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, რვა მარტს მიღწეული შეთანხმების თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 120/30-ზე პროპორციით ჩატარდება. 


close დახურვა