logo
ENG



ოპოზიციური პარტიის წევრები ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს 5 საათზე შეიკრიბებიან

14 ნოე 201916:23
3 წუთის საკითხავი
 
1ukqcrtnho9m77f.jpg

ოპოზიციური პარტიის წევრები ლეიბორისტული პარტიის ოფისში დღეს 5 საათზე შეიკრიბებიან. სავარაუდოდ, სწორედ ამ შეხვედრაზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება, თუ როგორ იმოქმედებენ საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის წევრები საკონსტიტუციო ცვლილების პროექტის ჩავარდნას აპროტესტებენ. ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ აქცია მიმდინარეობს, სადაც საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან.

2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ინიციატივას 101-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 3 კი წინააღმდეგი იყო.

ინიციატივის პირველი მოსმენით მისაღებად 113 ხმა იყო საჭირო. კენჭისყრამდე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ 37-მა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობისაგან თავი შეიკავა.


close დახურვა