შეუთანხმებელი ვიზიტი და მოლაპარაკებები მანდატის გარეშე - ეს შეფასებები მოჰყვა ვიქტორ ორბანის მოსკოვში ჩასვლასა და მის შეხვედრას პუტინთან. უნგრეთის პრემიერის ეგრეთ წოდებული სამშვიდობო მისია დღეს უშედეგოდ დასრულდა. ევროკავშირში ერთადერთ მოკავშირეს რუსეთის ლიდერმა გაუმეორა, რომ ომის დასასრულებლად მისი მთავარი პირობა უკრაინის კაპიტულაციაა.
ორბანის ვიზიტი მოსკოვში
05 ივლ 202420:39
3 წუთის საკითხავი